თბილი,ჭკვიანი,მაგრამ
საშინლად ჯიუტი ბავშვი ვიყავი. ყოველთვის მიყვარდა ადამიანები, ხალხმრავლობა,თუმცა
მაღიზიანებდა ხმაური და ხმამაღალი საუბარი.
...მახსოვს, პირველ
კლასში ვიყავი,ჩემმა კლასელმა მათემატიკის გაკვეთილზე შოკოლადიანი ფუნთუშის ჭამა დაიწყო.მასწავლებელმა
შენიშვნა მისცა,ფუნთუშა ჩანთაში ჩაუდო,მაგრამ თვალი მოარიდა თუ არა,ისევ ისევ დაიწყო
ჭამა.სულ გაითხუპნა.კლასში ხარხარი ატყდა,მასწავლებელი გაბრაზდა,ფუნთუშაჭამია მთელი
ხმით აბღავლდა მე,პროტესტის ნიშნად,ჩანთა ჩავალაგე და დემონსტრაციულად დავტოვე სკოლა.
ატყდა ძებნა-ძიება:ბავშვი დაიკარგაო.ბოლოს გულგახეთქილმა მამამ,გაოგნებულმა დედამ და
ატირებულმა მასწავლებელმა საბავშვო ბაღში მიპოვეს.ძიძის კალთაში თბილად ვიჯექი, ყოფილი
მასწავლებელი მეფერებოდა და ნებივრად ფაფას შევექცეოდი.
P.S.ყოველთვის მიკვირდა
თუ რატომ არ შეეძლო ყველას,უსაფასუროდ აეღო მაღაზიაში პური(ის ხომ,,ჩვენი არსობისაა,,)
და შოკოლადი,რომელიც უზომოდ მიყვარს და რომელიც მე ყოველთვის ბევრი მქონდა.

No comments:
Post a Comment