Tuesday, 11 June 2013

ლუიზა მამულაშვილი

ჩემი ბავშვობა
ჩემი მშობლები 13 წლის მანძილზე უშვილოები იყვნენ, მაგრამ შემდეგ მოიღო უფალმა მოწყალება და დავიბადე მე, ლუიზა გიორგის ასული მამულაშვილი. ერთი წლის და ცხრა თვის შემდეგ კი დაიბადა ჩემი და ნინო. ნინოს სახელი მე დავარქვი,რის გამოც იგი დღესაც მადლობას მიხდის, რადგან მას ეს სახელი ძალიან უყვარს. ჩვენმა დაბადებამ ჩვენი ოჯახი გააცოცხლა და გააბედნიერა!



 


ჩვენი ლუკო, ლუკუნა,
თვალციმციმა პუტკუნა,
წაქცეულა გარეთ
უტირია მწარედ.“







 









მარიამ აბუაშვილი

ჩემი ბავშვობა

 თბილი,ჭკვიანი,მაგრამ საშინლად ჯიუტი ბავშვი ვიყავი. ყოველთვის მიყვარდა ადამიანები, ხალხმრავლობა,თუმცა მაღიზიანებდა ხმაური და ხმამაღალი საუბარი.
...მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი,ჩემმა კლასელმა მათემატიკის გაკვეთილზე შოკოლადიანი ფუნთუშის ჭამა დაიწყო.მასწავლებელმა შენიშვნა მისცა,ფუნთუშა ჩანთაში ჩაუდო,მაგრამ თვალი მოარიდა თუ არა,ისევ ისევ დაიწყო ჭამა.სულ გაითხუპნა.კლასში ხარხარი ატყდა,მასწავლებელი გაბრაზდა,ფუნთუშაჭამია მთელი ხმით აბღავლდა მე,პროტესტის ნიშნად,ჩანთა ჩავალაგე და დემონსტრაციულად დავტოვე სკოლა. ატყდა ძებნა-ძიება:ბავშვი დაიკარგაო.ბოლოს გულგახეთქილმა მამამ,გაოგნებულმა დედამ და ატირებულმა მასწავლებელმა საბავშვო ბაღში მიპოვეს.ძიძის კალთაში თბილად ვიჯექი, ყოფილი მასწავლებელი მეფერებოდა და ნებივრად ფაფას შევექცეოდი.
P.S.ყოველთვის მიკვირდა თუ რატომ არ შეეძლო ყველას,უსაფასუროდ აეღო მაღაზიაში პური(ის ხომ,,ჩვენი არსობისაა,,) და შოკოლადი,რომელიც უზომოდ მიყვარს და რომელიც მე ყოველთვის ბევრი მქონდა.                  

ნანა სოზაშვილი

    
 მე ნანა სოზაშვილი ვარ, თუმცა ჩემი ბავშვობის გვარი ოზგელდაშვილია.
    ულამაზესი ხანაა ბავშვობა, როდესაც ყველა  შენზე  ზრუნავს და თავი სამყაროს ცენტრი გგონია ...     დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი ლამაზი მამიკო, რომელიც აღარ მყავს და ძალიან მენატრება...
     ჩემოსაყვარელო დედიკო, შენც ყოველდღე  მენატრები,ისევე როგორც  ბავშვობაში, მიუხედავად იმისა, რომ  ახლოს ვცხოვრობ და ხშირად გნახულობ.  გახსოვს,  ერთი კვირით სოფელში, რომ დამტოვე ბიცოლასთან და მე ატირებული  დაგხვდი... ახლა აღარ ვტირივარ, თუმცა  ისევე მიყვარხარ, როგორ მაშინ ბავშვობაში...







 .

ნათია ბედოიძე

                     

      ჩემი ბავშობის შესახებ

    გამარჯობათ! ჩემი სახელია ნათია J ვცხოვრობ საქართველოში; დედაქალაქ თბილისში. ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი და ვასწავლი #113-ე საჯარო სკოლაში.
    პირველ რიგში, ავღნიშნავ იმას, რომ მყავს დედა, და ორი და. მამა გარდამეცვალა სამი წლის წინ L მყავს ასევე ერთი დიშვილი J
   ახლა რაც შეეხება ჩემს ბავშობას. ძალიან მხიარული ბავშვი ვიყავი. ბავშობა გავატარე დედულეთში, სოფელ გომბორში ბებიასთან. ეს დრო არასოდეს დამავიწყდება. მახოვს თითქმის ყველაფერი. იქაურობა ძალიან მიყვარს დღემდე. დავდიოდით მე, ჩემი დაიკოები და მეგობრები ტყეში ხილზე, სასეირნოდ. ასევე საღამოობით კინოში; დიახ,ჩვენს სოფელში შემორჩენილი იყო კინოთეატრი და ვცდილობდით არც ერთი მულტფილმი არ გამოგვეტოვა.
J დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი იმ დროს. ძალიან მენატრება ჩემი ბებია J
 
 ამ სურათზე კი ვართ მე და ჩემი დები 
 ამ სურათზე ვართ მე და ჩემი საყვარელი მამიკო 





















ეთუნა ქავთარაძე

     მე, ეთერი ქავთარაძე  დავიბადე 1981 წლის 31 იანვარს  ქ.ბათუმში.1987 წელს შევედი ბათუმის N16 გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლების  სკოლაში,რომელიც დავამთავრე 1998 წელს.

       1999  წელს  ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში - დაწყებითი განათლება უცხო ენის სპეციალობის ფაკულტეტზე,რომელიც დავამთავრა 2004 წელს წარჩინებით.

         ბავშვობა გავატარე ბათუმში.ეს ის ხანაა რომელიც არასდროს არ განმეორდება,რომელსაც ვერასდროს დავიბრუნებთ.ძალიან  ბევრი კარგი მაქვს მოსაგონარი

ბავშვობიდან რომელიც არასდროს  არ დამავიწყდება..........




მანანა ივანიძე

მე, მანანა ივანიძე , დავიბადე 1959 წლის 3ივნისს საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში მესხეთში.იქ არის პატარა სოფელი რუსთავი,ისტორიული წყაროებიდან  ცნობილია,რომ იქ დაბადებულა  შოთა რუსთაველი.
ამ  სოფელში გავატარე  ბავშვობა.
მყავს მშობლები ,ორი ძმა და ერთი და.

სანატრელი ბავშვობა გავატარე  ჩემს და-ძმებთან  და მეგობრებთან  ერთად.მყავდა ძალიან კარგი მასწავლებლები.დედაჩემი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.ხშირად  ერთად ვიყავით  მე და ჩემი კლასელები დაბევრი სასიამოვნო მოსაგონარიმაქვს.


ჩემი ბავშვობა

პროექტი:  ჩემი ბავშვობა;
პროექტის მთავარი იდეა: ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნონ თავიანთი ბავშვობის შესახებ;
პროექტის აქტუალობა: ტრენინგის მონაწილეები კარგად გაიცნობენ ერთმანეთს;
პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეებს მომავალში გაუადვილდეთ საკუთარ პროექტებზე მუშაობა;
მონაწილეთა ასაკი:  საჯარო სკოლებში მიმდინარე ისტ ტრენინგების მონაწილე პედაგოგები;
ვადები:   2 დღე;
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ტრენიგის მონაწილეთა ჩანაწერებით;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტის მონაწილის ბავშვობის სურათი, კომპიუტერი, ინტერნეტი,  პროგრამა MS Word;
პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეები საკუთარი ბავშვობიდან იხსენებენ მათთვის და საზოგადოებისათვის საინტერესო ფაქტებს და ამ ინფორმაციას  ბავშვობის სურათებთან ერთად განათავსებენ ბლოგზე;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პირდაპირ კავშირშია ისტ ტრენინგის კურსთან;
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ჯოხაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maia070513@gmail.com
პროექტის ბლოგი:  http://1382013.blogspot.com/